Sunday, April 21, 2013


პროექტიროგორ  ვიცით  მათემატიკა ?
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა წარმოადგინონ მათემატიკასთან დაკავშირებული მასალა სხვადასხვა ასპექტში
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეთა წინაშე დასმულია  პრობლემა, შექმნან შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მოითხოვს კვლევა-ძიებას, დამოუკიდებელ და ამავე დროს, თანამშრომლობით  მუშაობას.შეიძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც გამოადგებათ  მომავალში

პროექტის მიზანი:  განივითარონ ცოდნა მათემატიკის შესახებ
განუვითარდეთკვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის  უნარ- ჩვევებიცანუვითარდეთ დაგეგმვის, პრაქტიკული ქმედების და შედეგების  წარმოდგენის უნარ-ჩვევები
ისწავლონ     დროის ლიმიტის დაცვა
მონაწილეთა ასაკი:  9-10 წელი 
ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას:  შეიქმნება კედლის გაზეთი სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რუბრიკა
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი  რესურსები:   ფორმატი. ფლომასტერები, საყმაწვილო ენციკლოპედია. ინტერნეტი, მათემატიკის სახელმძღვანელოები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებს დავყოფ წყვილებად
პირველი წყვილი ----მოამზადებს  მასალას რუბრიკებისთვის: მათემატიკის ისტორიიდან-    მატემატიკური იუმორი
მეორე წყვილი----რჩევები მათემატიკის უკეთ სწავლებისთვის: მოსწავლის რჩევები-ინტერვიუ სხვა მათემატიკის მასწავლებელთან
მესამე წყვილი----თავსატეხი.  კროსვორდები
მეოთხე წყვილი---რაში გვჭირდება მათემატიკა?
მე-5 წყვილი-----მათემატიკური ტერმინები.   უპასუხე, თუ მაგარი ხარ
თითოელმა წყვილმა  პირველი კვირის ბოლოს უნდა მოიტანოს მასალის მონახაზი
მეორე კვირის ბოლომდე  მოხდება შერჩევა, დახვეწა, მოტანილი მასალის განხილვა კლასში
მესამე კვირაში  შექმნილი სარედაქციო კოლეგია იზრუნებს დიზაინზე
მეოთხე კვირაში  მოხდება გაზეთის შექმნა საბოლოო სახით და მისი პრეზენტაცია
მოსწავლეები და მასწავლებლები შეაფასებენ შესრულებულ სამუშაოს
პროექტის ხელმძღვანელი:   მათ. მასწავლებელი ლ. ზუმბულიძე